კრემლი პელოსის ვიზიტს ეხმაურება

19 სექ 2022

კრემლი ერევანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით,  ნენსი პელოსის "ხმამაღალი განცხადებები" სომხეთ-აზერბაიჯანის  სასაზღვრო კონფლიქტის მიზეზებზე ხელს არ შეუწყობს სიტუაციის დასტაბილურებას. ჟურნალისტებთან საუბარში  დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტისადმი მშვიდი და საქმიანი მიდგომაა მისასალმებელი. ვიზიტის დროს პელოსიმ შეაქო სომხეთის დემოკრატია და ოფიციალური   ბაქო  ორი ქვეყნის საზღვარზე შეტაკებების დაწყებაში დაადანაშაულა, რასაც 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.