შეხვედრა ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან

19 სექ 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს და ჯგუფის წევრებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მათ საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პარლამენტში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს.