ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF დაიწყო

19 სექ 2022

ბათუმში საავტორო ფილმების მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი დაიწყო.  BIAFF-ი წელს ბათუმში 18-25 სექტემბერს ჩატარდება.

ფესტივალზე 30-მდე ქვეყნიდან წარმოდგენილია 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.