სალომე ზურაბიშვილი დედოფლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

18 სექ 2022

საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო,მანამდე კი ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა  სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს. პრეზიდენტი ხვალ  მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ელისაბედ II-ის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება. ამასთან საქართველოს პრეზიდენტი  სამუშაო შეხვედრას გამართავს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.