გონიოში დღეს "რომაული ფესტივალი" გაიმართება

18 სექ 2022

გონიოს ციხეზე „რომაული ფესტივალი“ გაიმართება. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ კომპლექსში იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლებას შეეცდებიან, რაც ციხეში საუკუნეების მანძილზე ხდებოდა.  ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა „გლადიატორთა ორთაბრძოლა“, რომაული ცეკვები და დაიდგმება ისტორიულ-დოკუმენტური სპექტაკლი. თიხისა და ხის ოსტატების ჩართულობით გაიმართება მასტერკლასები, ჩატარდება სპორტული შეჯიბრება მშვილდოსნობასა და ჭიდაობაში. ფესტივალი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ყოველ წელს იმართება და დასწრება თავისუფალია.