სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ანგარიში წარუდგინა

17 სექ 2022

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შედეგებისა და განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს წარუდგინა. ვრცლად ისაუბრეს და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრის პროცედურები და პრევენციის საკითხები. მინისტრის მოადგილემ კი სამინისტროსა და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.