პრემიერი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა

16 სექ 2022

პრემიერ-მინისტრი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, მათ შორის არიან ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები. არქიმანდრიტმა ეფრემმა კი მთავრობის მეთაური ათონის მთაზე მიიწვია.