16 სექ 2022
ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გზირიშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაადეკვატური იყო და მომხდარს ვერ აცნობიერებდა. ორსულ ქალს ცივი იარაღით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. კაცი მალევე დააკავეს.