უნგრეთი სრულად დემოკრატიულ ქვეყნად ვეღარ ჩაითვლება - ევროპარლამენტი

16 სექ 2022

ევროპარლამენტის რეზოუციის თანახმად,  უნგრეთი სრულად დემოკრატიულ ქვეყნად ვეღარ ჩაითვლება.

15 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტის 433-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა 123 კი წინააღმდეგი იყო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნგრეთი გადაიქცა საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად, რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული.