დღეს ევრობასკეტის ფინალური წყვილი გაირკვევა

16 სექ 2022

დღეს ბერლინში ევრობასკეტის ფინალისტები გაირკვევა.
პირველ ნახევარფინალში პოლონეთის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.

წარსულში ამ ნაკრებს შორის გამართული სამივე შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.

მატჩი  თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. 

ფინალის მეორე საგზურისთვის კი მასპინძელი გერმანია და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იბრძოლებენ. ურთიერთშეხვედრებში 12 დაპირისპირებიდან 9-ჯერ ესპანეთის ნაკრებმა მოიგო, ხოლო 3-ჯერ გერმანიამ. ეს შეხვედრა 22:30 საათზეა ჩანიშნული.

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.