"დინამო" ბათუმი საქართველოს თასის გათამაშების მიღმა დარჩა

14 სექ 2022

"დინამო" ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას მერვედფინალში გამოეთიშა.

ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე "დინამო" თბილისი მიიღეს და თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა და ვერც დამატებითი 30 წუთი ვერ გამოიყენეს ფეხბურთელებმა გოლის გასატანად.

გამარჯვებული პენლების სერიაში "დინამო" თბილისი გახდა ანგარიში 0-3. მატჩი მთავარი გმირი თბილისელთა 21 წლის მეკარე ლუკა კუტალაძე გახდა, რომელმაც ბათუმელებს 3 თერთმეტმეტრიანი აუღო.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის შემდეგ ეტაპზე გასული ყველა 8-ვე გუნდი უკვე ცნობილია.
მეოთხედფინალში: ლანჩხუთის "გურია" , "რუსთავი" , ქობულთის "შუქურა" , გორის "დილა" , "დინამო" თბილისი , ქუთაისის "ტორპედო"  თბილისის"ლოკომოტივი 2" და თბილისის "საბურთალო" გავიდნენ.