შეხვედრა რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან

14 სექ 2022

ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წარმომადგენლებს და პედაგოგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რეგიონში განხორციელდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. გასულ სასწავლო წელს ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც ამ ეტაპზე 900-მდე ბავშვია რეგისტრირებული. ასევე უკრაინელი ბავშვები ბათუმის სხვა საჯარო სკოლებშიც შეუერთდებიან ახალ სასწავლო  წელს სწავლას. პარალელურად  ზაფხულის განმავლობაში ტარდებოდა ტრენინგები და პედაგოგთა გადამზადების კურსები.