შეხვედრა ბულგარეთის ელჩთან

13 სექ 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მრავალმხრივ თანამშრომლობას. უწყების ინფორმაციით, ელჩმა აღნიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.