ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები

13 სექ 2022

ფაროსანის საწინააღმდეგო ღონისძიებები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  თერმული ნისლით წამლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, დამუშავდა 2 340 ჰექტარი  ტერიტორია. შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება.