ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია

12 სექ 2022

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. საცხოვრებელ სახლში დაკვამლიანებაა. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მივიდნენ. ამ ეტაპზე, სხვა დეტალები უცნობია. 

აჭარის მაუწყებელი მუშაობს შემთხვევის ადგილას. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

 

 

 

 

 

მასალა განახლებადია.