ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე

12 სექ 2022

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით,  რიგ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.  ამ ეტაპისთვის სამუშაოები დასრულდა შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე და განათების სისტემების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ 688 ათას 888 ლარია.