დღეს "ბათუმი" რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება

11 სექ 2022

დღეს სარაგბო კლუბი ბათუმი რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩს მოქმედი ჩემპიონის "შავი ლომის" წინააღმდეგ გამართავს.

ბათუმელები ამ ტურნირში თავიან სადებიუტო სეზონს თამაშობენ, ხოლო პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი " ტიტულის დაცვას ეცდება.

შეხვედრა 11 სექტემბერს „ბათუმი არენაზე“ 16:30 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს "რაგბი ტვ" გადმოსცემს.

მატჩზე დასწრება კი  თავისუფალია.
გუშინ ქართული კლუბების აღმოსავლეთის ჯგუფში თელ-ავივ ჰითმა რუმინული ვულფი 25-20 დაამარცხა.