საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-8 ადგილით დაასრულა

10 სექ 2022

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული მე-8 ადგილით დაასრულა. 

ნაკრები დღევანდელ შეხვედრაში  მონტენეგროსთან 11:14 დამარცხდა, სადაც მე-7 ადგილისთვის იბრძოდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბული გამოვიდა, თუმცა მეორე ტაიმში უკეთესი მეტოქე იყო და გამარჯვება მონტენეგროს დარჩა.