დღეს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება

08 სექ 2022

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას. დღეს ხორვატიაში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე საქართველო საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

წარსულში ამ ნაკრებებს შორის 5 შეხვედრა გამართულა. 1 საქართველომ მოიგო, ხოლო 4-ჯერ საფრანგეთი დარჩა გამარჯვებული.

მატჩი დღეს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორია უკვე დაწერა და პირველად მოახერხა ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრა, ახლა კი ამ შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.

შეგახსენებთ რომ ამ შედეგის დაფიქსირების შედეგად საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურით მოიპოვა.