ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა

08 სექ 2022

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 35 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 270-ს აღემატება.

ჩინეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს მოხდა,  ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუდინგთან იყო.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. გუშინ კი ქალაქში 2,9 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.