08 სექ 2022
საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩანასა და ავლევში ადგილობრივ მოსახლეობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს.