საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა და ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა

07 სექ 2022

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა.

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურში  საქართველო მონტენეგროს დაუპირისპირდა და 73-81 დამარცხდა.

A ჯგუფიდან კი ფლეიოფში ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და მონტენეგრო გავიდა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კი მხოლოდ 1 მატჩი თურქეთთან მოიგო და ჯგუფში ბოლო მეექვსე ადგილი დაიკავა.

ევრობასკეტის კი 10 სექტემბერიდან  ბერლინში მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებით განახლდება.