სპეცოპერაციები თბილისსა და გორში

07 სექ 2022

სპეცოპერაციების სერია - გორსა და თბილისის რამდენიმე უბანში დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. ოპერაცია ნარკორეალიზაციას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, უმძიმესი ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გაცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.