სტუდენტების დაფინანსების პროგრამა

05 სექ 2022

ქობულეთის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 8-სტუდენტს ერთჯერადად 2000-2000 ლარს გადასცემს. ეს შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც  წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100% -ანი გრანტი მოიპოვეს.

ასევე, პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 85-სტუდენტს 400-400 ლარი გადაეცემა, სოციალურად დაუცველი 100 000 ქულის  მფლობელი და  მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები წელიწადში ორჯერ 800-800-ლარს მიიღებენ. სტუდენტები კი, რომლებმაც უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩააბარეს,   მათთვის  ერთჯერადად 3000-ლარია გათვალისწინებული.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანი სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და საშუალებაა, რომ სწავლის გადასახადი დაფარონ.

საერთო ჯამში, ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან სტუდენტების დაფინანსებისთვის 151 ათასი ლარია გამოყოფილი.