გიორგი პაპუნაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

05 სექ 2022

თურქეთში დასრულდა მსოფლიოს პირველობა თურქულ "აბა" ჭიდაობაში. აჭარის „აბა“ ჭიდაობის ნაკრების წევრმა გიორგი პაპუნაშვილმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ღირსებას სამი ფალავანი  გიორგი ნოზაძე, ნოდარ ბუხრიკიძე და გიორგი პაპუნაშვილი იცავდნენ. აჭარის ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.