ევრობასკეტი 2022 - საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ

03 სექ 2022

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე მეორე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები იქნება.

პირველ ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგიასთან მატჩში 79:76 დამარცხდა. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ოთხი საუკეთესო გადის.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხება უკვე მოახერხა.

საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.