ვინ იქნება დიდი ბრიტანეთის პრემიერი 5 სექტემბერს გაირკვევა

03 სექ 2022

ვინ იქნება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, შედეგები ცნობილი 5 სექტემბერს გახდება. კონსერვატიული პარტიის ლიდერის ასარჩევად ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, პარტიის წევრებმა არჩევანი ლიზს ტრასსა და რიში სუნაკს შორის გააკეთეს.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს თანამდებობაზე იქამდე დარჩება, ვიდრე თავისი შემცვლელი ოფიციალურად არ დაიკავებს თანამდებობას.