ზურიკო დავითაშვილი "ბორდომ" წარადგინა

02 სექ 2022

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ფრანგულმა "ბორდომ" წარადგინა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით ჟირონდელები ქართველი ფეხბურთელის დარეგისტრებას ვერ ახერხებენ, თუმცა ფრანგებმა პრობლემები მოაგვარეს და ზურიკო "დინამო" ბათუმიდან  1 წლიანი იჯარით "ბორდოში" ითამაშებს.

ფრანგულმა კლუბმა დავითაშვილს ვიდეოკლიპის მიუძღვნა, სადაც თბილისის და ბათუმის კადრებიც მოხვდა.

6 ტურის შემდეგ "ბორდო" საფრანგეთის ლიგა 2-ის გათამაშებაში 11 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.
ზურიკო დავითაშვილის ახალი კლუბი ხვალ გასვლაზე "პარიზსს" დაუპირისპირდება.