უბილეთო მგზავრობისთვის 2 273 პირი დაჯარიმდა 

02 სექ 2022

ბოლო ერთი თვის განმავლობაში  მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის  2 273  ადამიანი დაჯარიმდა.  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩაატარა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახური მგზავრებს ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზეც აკონტროლებენ. 

ცნობისთვის, უბილეთოდ გადაადგილება 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.