საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და ფლეიოფში გავიდა

02 სექ 2022

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და ფლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ხორვატიაში მიმდინარე კონტინეტის პირველობის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 16:11 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ 3 ტურის თავზე საქართველო 3 ქულას აგროვებს და ჯგუფში მესამე ადგილს ინაღდებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ფლეიოფში დღეს საღამოს გაირკვევა. ნიდერლანდებსა და რუმინეთს შორის გამარჯვებული სწორედ 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.