ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება

02 სექ 2022

ლიკანში ცეცხლის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

ადგილზე დილიდან განაახლა მუშაობა სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის სიახლოვეს ხანძარი გუშინ გაჩნდა.