დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - დაშავდა 3 ადამიანი

01 სექ 2022

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.