სახალხო დამცველის შერჩევის წესი - შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

31 აგვ 2022

მმართველმა გუნდმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა დაასრულა, სადაც ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით მესამე სექტორის ხედვები მოისმინა.

ახლა ქართული ოცნების დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ, შეაჯერონ 2 დღის განმავლობაში მოსმენილი პოზიციები და დღის ბოლოს გადაწყვიტონ რა წესით აირჩიონ მომავალი სახალხო დამცველი.