ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია

31 აგვ 2022

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის  ასფალტის საფარით ჩანაცვლება მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება. 

სამუშაოები უკვე დასრულდა გრიბოედოვიდან სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩამდე. ასფალტის საფარის პირველი ფენა  დაიგო ფარნავაზ მეფის ქუჩის რიგ მონაკვეთებზე. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველასა და 26 მაისის ქუჩებზე- გორგასლიდან გორგილაძის ქუჩამდე, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, 26 მაისიდან მელიქიშვილის ქუჩამდე.  

პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, დაზიანებული ველობილიკების, ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.