„დინამომ“ დავითაშვილის ტრანსფერი დაადასტურა

31 აგვ 2022

ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზურიკო დავითაშვილი იჯარით ფრანგულ „ბორდოში“ ითამაშებს.

მატჩ დეის“ გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილის „ბორდოში“ ტრანსფერი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელიც 2014-2016 წლებში გუნდს წვრთნიდა და ქართველის შეძენა სწორედ მან ურჩია.  

„ბორდო“ დაარსდა 1881 წელს და ექვსჯერ იყო საფრანგეთის ჩემპიონი: 2022/23 წლების სეზონიდან საფრანგეთის მეორე დივიზიონში, ლიგა 2-ში თამაშობს.