მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება

31 აგვ 2022

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ტექნიკისთვის მიუვალია, რის გამოც, მეხანძრე-მაშველებს  ხანძრის კერამდე მისვლა ფეხით მოუწიათ. საჭირო გახდა ავიაციის ჩართვაც. 

მესტიაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის.