საპატრიარქო: შეხვედრა ემიგრანტებთან

30 აგვ 2022

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა, გლობალური პანდემიის დროს ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ასევე უცხოეთში მცხოვრებლებთან სახელმწიფოსა და ეკლესიის მჭიდრო კავშირზე ისაუბრეს.