„არსიანი" საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

29 აგვ 2022

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი"  საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობს. ფესტივალი ,,ჩვენებურები’’ თურქეთში 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

ანსამბლის რეპერტუარიდან ხელოვანები როგორც ინდივიდუალურ, ასევე ერთობლივ მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს შეასრულებენ.

,,არსიანის" მომღერალთა და მოსამზადებელ ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა დღეს გენერალური რეპეტიცია გაიარა.