„გაუხალისე სასწავლო წელი“ - საქველმოქმედო კამპანია 

29 აგვ 2022

სასკოლო ნივთები სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის. „გაუხალისე სასწავლო წელი„ - ამ ლოზუნგით ორგანიზაცია „წითელმა ჯვარმა“ საქველმოქმედო კამპანია დაიწყო.

წითელი ჯვრის წარმომადგენლები თანხას „ბათუმი მოლი“-ს შესასვლელთან აგროვებენ.

დახმარების გაღების  მსურველებს  თანხის ჩარიცხვა ონლაინაც შეგიძლიათ. დონაცია 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.