ევროკავშირი რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას გეგმავს - Financial Times

28 აგვ 2022

ევროკავშირის მინისტრები მომავალ კვირაში გეგმავენ მხარი დაუჭირონ მოსკოვთან 2007 წელს გაფორმებული შეთანხმების გაუქმებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უპირატესობებს ანიჭებდა ვიზების მოპოვების პროცესში - იუწყება გამოცემა ფაინენშელ თაიმსი, მოლაპარაკებებში ჩართულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ამ ცნობების ფონზე, ევროკავშირის აღმოსავლელი წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ ცალმხრივად დაკეტავენ საზღვარს რუსი ტურისტებისთვის, კრემლის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო.