ბორჯომში სტიქიასთან ბრძოლის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა

28 აგვ 2022

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა.

გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი.