ხვალ „ჯვარიმინდორობაა“

27 აგვ 2022

სახალხო დღესასწაული შუახევში. ხვალ „ჯვარიმინდორობა“ გაიმართება.

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული სპორტული და გასართობი ღონისძიებები. მოეწყობა ოფროუდიც. ფესტივალი  2012 წლიდან  თვითმმართველობისა და ,,საზოგადოება ჭვანელის“ ინიციატივით ტარდება.

მისი მიზანი ადგილობრივი  ფოლკლორის, კულტურისა და  სამთო ტურიზმის პოპულარიზაციაა.