ბათუმის ფრენბურთის გოგონათა ასაკობრივმა ნაკრებმა ბულგარეთში წარმატებით იასპარეზა

27 აგვ 2022

ბათუმის ფრენბურთის გოგონათა ასაკობრივმა ნაკრებმა გუნდმა ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირში  წარმატებით იასპარეზა.

''ბათუმის'' 14 წლამდე  გოგონათა გუნდმა გათამაშებაში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

"SOUTH BLACK SEA CUP 2022" 21-დან 27 აგვისტოს  ჩათვლით ბულგარეთში გაიმართა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კი  ''ბათუმის'' წევრი ლიზი მიქელაძე გახდა.

კლასიკურ ფრენბურთში კი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები დღეს თბილისის ახალ არენაზე სლოვენიას 17:00 საათზე დაუპირისპირდება.

7-10 სექტემბერს მამაკაცებში  კი ბათუმი აჭარის ღია ჩემპიონატს  საპლაჟო ფრენბურთში უმასპინძლებს.