ბეშუმში საბავშო ატრაქციონი მოეწყო

27 აგვ 2022

კურორტ ბეშუმში საბავშვო  გასართობი  სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სხვადასხვა სახის საქანელა. გასართობი ატრაქციონებით სარგებლობა უფასოა.

მერის ინფორმაციით საზაფხულო  კურორტზე საბავშვო სივრცეები სამომავლოდ  სხვა უბნებშიც განთავსდება.

პროექტისთვის მერიამ 65 ათასი ლარი დახარჯა.