ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

26 აგვ 2022

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, მდინარე კინტრიშთან მოხდა.

 დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.