ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამის პრემიერა 

26 აგვ 2022

ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამის პრემიერა გაიმართება ბათუმში. სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე მონოპიესა „მედეას ვნებანი“ დღეს 20:00 საათზე დაიწყება.

სპექტაკლი ოთარ ჭილაძის ტექსტის მიხედვით დაიდგა.

ზვიად ბოლქვაძემ მონოდრამისთვის სპეციალურად ახალი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა.  

წარმოდგენაში მთავარ როლში თათია თათარაშვილია. დამდგმელი რეჟისორი კი ზაზა სიხარულიძეა.