სარაკეტო თავდასხმა ხმელნიცკზე

25 აგვ 2022

ხმელნიცკის ოლქზე ორი სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა,  დაშავებულია ერთი ქალი და ორი ბავშვი. დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი  25-მდე გაიზარდა , მათ შორის ორი ბავშვია. 

ჩაპლინოში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულდა.  ჩაპლინოს რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსეთმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.  

იერიშს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე გამოეხმაურა და თავდასხმას სიმხეცე უწოდა.