ბოძაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

24 აგვ 2022

ხანძარი იყო ხულოშიც . სოფელ ბოძაურში გურამ შავაძის სახლი  და დამხმარე  ნაგებობა სრულად დაიწვა. ცეცხლმოკიდებული სახლიდან  გამოსვლის დროს დამწვრობა მიიღეს 4  წლის ბავშვმა და მცირეწლოვნის დედამ.ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში  უკვე გადაიყვანა. ხულოს მერის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.