დაბა შუახევში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

24 აგვ 2022

ხანძარი იყო დღეს მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევში. ხუთწევრიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა დაბა შუახევში, დამწვარია ანზორ დავითაძის სახლი მთლიანად. ოჯახმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლო, ხანძრის მაშტაბებიდან გამომდინარე შუახევის ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადაც ეხმარება.დაზარალებულებს მერია დროებით ქირით გაიყვანს.