ვითარება სტიქიის ზონაში

24 აგვ 2022

ბორჯომთან ერთად ახალციხე. ახლა უკვე ხანძარს ებრძვიან მეორე მუნიციპალიტეტშიც. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული და ჯერ -ჯერობით, მხოლოდ ცოცხალი ძალაა ჩართული ხანძრის ლოკალიზებაში. რთული რელიეფის გამო კი ბორჯომში დილიდან საჭირო გახდა ავიაციის გამოყენებაც, რაშიც გვეხმარება თურქეთიც, ორი სპეციალიზებული და ერთიც სახანძრო თვითმფრინავებით.